Tuesday, April 3, 2012

ფსიქოლოგები გვახასიათებენ

წლებია ფსიქოლოგები აქტიურად ადგენენ ფსიქოლოგიურ ტესტებს. მაგალითად: როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ხასიათი მისი ფესაცმლის დახმარებით, როგორი მეუღლე ხართ, რას ამბობენ მისი თვალები, შეგიძლიათ თუ არა მოლაპარაკება და ა.შ..
ალბათ თქვენც უამრავი ასეთი ტესტისთვის გადაგივლიათ თვალი, ზოგჯერ გამართლებულა პასუხი, ზოგჯერ რაღაც ემთხვევა და რაღაც არა. ერთი სიტყვით ფსიქოლოგებმა ასევე კულინარიული ტესტი წარმოგვიდგინეს. მაშ ასე, დავიწყეთ:  

1. თქვენ გიყვართ ხილი?
ხილის მოყვარულები ძალიან ყურადღებიანი და თბილი ხალხი ბრძანდებით. თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ. კონკურენციის პროცესი - თქვენთვის არ არის, ამიტომაც ხილისმჭამელები არ მიისწრაფვით გრანდიოზული კარიერის გაკეთებისკენ. თქვენ უამბიციობას განიცდით…





2. თქვენ გიყვართ ბოსტნეული?
თქვენ ენერგიას “ასხივებთ”. ხართ წარმატებულები პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ  ძალიან ხარბი და ამბიციურებიც ასევე. თქვენი შრომისმოყვარეობა უყურადღებოდ არასდროს რჩება. ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ კაცთმოყვარე და თბილი ადამიანი ბრძანდებით. და რაც მთავარია უფრთხილდებით ჯანმრთელობას.


3. თქვენ გიჯდებით ბიფშტექსზე...
ანუ თქვენ ხართ იმპულსური. თქვენი ცხოვრება მუდმივად ცვალებადია, ხშირად აღწევთ წარმატებას, მაგრამ ყოველთვის ვერ ახერხებთ საკუთარი გეგმების განხორციელებას. თქვენ უნდა ისწავლოთ კრიტიკის ატანა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. სამწუხაროდ გემუქრებათ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები…


4. თქვენ გიყვართ თევზი და ზღვის პროდუქტები?
ძალიან წყნარი და ურყევი ხასიათის ხართ. კოლეგები და მეგობრები დიდ პატივს გცემენ. ასეთ ადამიანს ენდობიან ოჯახურ ცხოვრებაშიც, მაგრამ…საკმაოდ ჩაკეტილი ბრძანდებით. იშვიათად გამოხატავ საკუთარ გრძნობებს და აზრს…ეს კი ძალიან ცუდია.


5. თქვენ გიყვართ ცხარე საჭმელები
ასეთი კერძების მოყვარული, საკუთარ ცეცხლოვან ტემპერამენტს გამოხატავენ. ძალიან გიყვართ თავგადასავლები, ამიტომაც თქვენ გესაჭიროებათ აქტიური სამუშაო. თქვენნაირი ადამიანები სიყვარულში “გმირობებსაც” სჩადიან. თქვენი ყველაზე დიდი  ნაკლი კი ეგოიზმია.
6. თქვენ ცხიმიანი საკვები გიყვართ?
ძალიან სხარტი აზროვნების მქონე ყოფილხართ. სამსახურში, თქვენზე ფიქრობენ, რომ მარტოსი ბრძანდებით. ფლირტში კი საკმაოდ კარგი ხართ, მაგრამ უფრო ტაქტიანი რომ ყოფილიყავით -არ გაწყენდათ, ხანდახან თანამოსაუბრეს გულს სტკენეთ უაზრო გამონათქვამებით.


აი ესე გვახასიათებენ ფსიქოლოგები საკვები პროდუქტის სიყვარულის მიხედვით :)

Wednesday, March 28, 2012

საინტერესო ცნობები პელმენზე




1. თურმე პელმენი ისეთივე აუცილებელია ჩინეთის საახალწლო სუფრაზე, როგორც საქართველოში - გოზინაყი. ჩინეთის პელმენი - გიაო ზი, რომელიც ასე ითარგმნება: "გძინავთ ერთად - გყავთ ბევრი შვილი", ჩინელთა თქმით  გამოხატავს ოჯახურ კეთილდღეობას.




2. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პელმენი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნიუ ოკრში,  ბრონქსის რაიონში,  რუსი ემიგრანტების რესტორან “Golden Gates”-ში.  მისი უნიკალურობა მდგომარეობს მის შემადგენლობაში, გარდა ხბოს, ორაგულის და ღორის ხორცისა, მასში შედის ღრმა წყალში მცხოვრები თევზი-ჩირაღდანის (Curtius Flame Fish) ჯირკვალი. რის შედეგადაც პელმენები ასხივებენ არაამქვეყნიურ მოლურჯო-მწვანე ფერს. ეფექტი შესამჩნევია არა მარტო სიბნელეში, არამედ ზომიერი განათების დროსაც. მიუხედავად ეფექტური ფოსფორისტენციისა, პელმენი აბსოლიტურად უსაფრთხო და გემრიელია. 8 პელმენისგან შემდგარი ულუფა $2400 ღირს, 16 პელმენისგან კი – $4400.


3. გინესის რეკორდების წიგნში პელმენი 2010 წლის 4 ნოემბერს შევიდა. როდესაც ქალაქ ეკატერინებურგში მოხალისეებმა გიგანტური პელმენი გააკეთეს. მისი წონა 50 კილოს აღემატებოდა.
 პელმენი 20 კილოგრამიანი ცომისა და 30 კილოიანი შერეული ხორცისგან (საქონელი, ღორი) მომზადდა, რომელიც საათნახევარი 800 ლიტრიან ჭურჭელში იხარშებოდა. მის ამოსაღებად კი სპეციალური ამწე დაიქირავეს.

Tuesday, March 27, 2012

პელმენის ისტორია

პელმენის წარმოშობის ისტორია

მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ ქვეყანას, სადაც სამზარეულოში არ მზადდება ცომში გახვეული ფარშის რაიმე სახეობა, მაგრამ იგი ყველგან თავისებურადაა წარმოდგენილი. ასეთ უნიკალურ კერძს მიეკუთვნება პელმენი.
 თითქმის ყველა ერს აქვს პელმენის მომზადების თავისებური ვარიანტი. სადაც არ არის, იქ ყოველთვის ცდილობენ შეიტანონ და თავისებურად გადააკეთონ.
 პელმენის წარმოშობის ისტორია კი საკმაოდ ჩახლართულია სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგი ამტკიცებს რომ პელმენი არის რუსული წარმოშობის, ასევე ვარაუდობენ რომ იგი უკრაინული კერძია, ზოგის თქმით კი პელმენი ციმბირული საკვებია. მაგრამ ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით სიმართლესთან ახლოს არის ვერსია რომელიც ვარაუდობს რომ პელმენის სამშობლო არის ჩინეთი, სადაც დამპლინგების დიდი ტრადიციაა და თავდაპირველად უწოდებნდენ გიაო ზი-ს (цзяо цзы). ჩინეთიდან კი გავრცელდა რუსეთში როგორც პელმენი, შუა აზრიაში - ჩუჩვარა და კავკასიაში კი როგორც დუშბარა.
 ისტორიკოსთა თქმით, XIII საუკუნის მონღოლ დამპყრობთა ლაშქრობების შემდეგ გასცდა პელმენი ჩინეთის საზღვრებს. 
 კერძის სახელწოდება - პელმენი მიღებულია pel'nyan' (პელნიან)-ისგან, რაც სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: " ყურის პური".
გიაო ზი